ჩვენ ვაცხობთ ხაჭაპურს
ეს ისტორია იმაზე ფიქრით დაიწყო, რომ ხაჭაპური, კერძი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის, ყველა სადღესასწაულო სუფრისა, თუ გამორჩეულად ტკბილი გასტრონომიული მოგონებების ნაწილია, სათანადოდ არ არის შესწავლილი. ამ ფიქრს მოჰყვა ხაჭაპურის ტრადიციის მულტიდისციპლინური კვლევა,[...] ვრცლად
პეტიციის შესახებ
იმისთვის, რომ ხაჭაპური UNESCO-ს არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა ნუსხაში იყოს, პირველი ეტაპი განაცხადის გაგზავნას გულისხმობს. ამავდროულად, ინიციატივას 40 000 მხარდამჭერი და შესაბამისად, ამდენივე ხელმომწერი უნდა ჰყავდეს. ჩვენ, ის ადამიანები, ვისაც გვჯერა, რომ ხაჭაპური უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს ბავშვობასთან თუ ყოველდღიურობასთან ასოცირებული გემო; მეტი, ვიდრე რიგითი არჩევანი - აჭარული თუ იმერული, გურული ან მეგრული ხაჭაპურის სასარგებლოდ; მეტი, ვიდრე ქართული სამზარეულოს გემრიელი კერძი, იმ იდეის გარშემო ვიკრიბებით, რომ ხაჭაპურს, მისი ისტორიის, გემოვნური თვისებებისა და კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების გამო, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უნდა იცნობდნენ.
გავერთიანდეთ და ერთად შევიტანოთ ხაჭაპური UNESCO-ს ნუსხაში!